ტრადიცია ეს არის თაობიდან თაობაზე გადაცემული ადათები, წესები, ყოფაქცევის ნორმები, რომელიც ნებისმიერ ერს გააჩნია და იცავს მათ. ტრადიციის არსი, მისი დროსთან კავშირია, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ დროს მისი გაუფასურება არ შეუძლია. იგი ადამიანის ფსიქიკაში ღრმად იდგამს ფესვებს და მერე მისი მოსპობა, თითქმის შეუძლებელია. დრო პერიოდულად ახდენს ტრადიციების გადაფასებას ხოლმე საზოგადოების ცვლილებასთან ერთად, თუმცა ის რაც ღირებულია და დროს უძლებს რჩება, ხოლო რასაც ყავლი გასდის და დრო მოჭმული ხდება, გადის მოხმარებიდან. უძველესი დროიდან, ტრადიციები ჩნდება და არავის უფრიქრია რატომ ან როგორ.
ჩემი აზრით ტრადიცია ეს არის ძალისხმევა, შეინარჩუნო კომუნიკაცია წარსულთან, ოღონდ რაღაცა სუროგატით, სიცოცხლის თანამედროვე ვერსიით, რომელიც ფუნქციონალურად მუშაობს მხოლოდ. ტრადიციათა უმრავლესობა დროში გამოცდილი და მისადაგებულია არსებულ ყოფასთან. გარემო ფაქტორების ზემოქმედების გარეშე არც ყალიბდება და არც ქრება. ნებისმიერ ქვეყანას, გააჩნია საკუთარი ტრადიციები და ღირებულებები, რომლებიც მის განვითარებაში გარკვეულ როლს თამაშობენ.
No comments:
Post a Comment